logo
ENG



"ნულოვანი" - დავითულიანს კალაძის პრეზენტაციაზე დასწრება დისკომფორტს არ უქმნის

20 ივლ 202119:58
3 წუთის საკითხავი
 

"ნულოვანი", - ასე პასუხობს ქართული ოცნების წევრი ბექა დავითულიანი კითხვას, ხომ არ განიცდის ის რაიმე დისკომფორტს კახა კალაძის პრეზენტაციაზე დასწრების გამო, 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ. 

მმართველი გუნდის წევრმა მედიას ირონიულად კალაძის კანდიდატურაც მიულოცა. 

"ნულოვანი. მე ვფიქრობ, რომ სირცხვილია თქვენ როგორც იქცევით. გილოცავთ კარგია კალაძე როცა ხდება კანდიდატი. საშინელება, მაგრამ თქვენ როგორც იქცევით...", - ამბობს ბექა დავითულიანი ფორმულას ეთერში. 

კალაძის პრეზენტაცია პროტესტის ფონზე იწყება. მთაწმინდის პარკში, სადაც ქართულმა ოცნებამ 20:00 საათზე კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად უნდა დაასახელოს, მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. 

ჟურნალისტებს თან აქვთ გარადაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები და პლაკატები წარწერით "დაისაჯონ მოძალადეები". ადგილზე უკვე შეიკრიბნენ პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის პარკში დიდი რაოდენობითა პოლიციაა მობილიზებული. 


close დახურვა